
უკრაინა-რუსეთის ომის შეწვეტაზე მოლაპარაკება შესძლოა მიმდინარე კვირაში დასრულდეს. ახლა ყველა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ელოდება. თუ ის უკან დაიხევს და ცეცხლის შეწყვეტაზე უარს იტყვის, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აანონსებს. ანალიტიკოსები მოსკოვიდან დადებით პასუხს არ ელიან და პირიქით, ამბობენ, რომ პუტინი ყოფილ გენერლებს ფრონტზე აბრუნებს და სამხედრო ოპერაციებისთვის ემზადება.
„გარკვეული მონაცემებით, გენერალი პოპოვი, რომელიც საკმაოდ წარმატებულად ახორციელებდა ოპერაციებს, ციხიდან პირდაპირ ფრონტზე დააბრუნეს. ასევე, იგეგმება გენერალი სუროვიკინის გათავისუფლება და ფრონტზე დაბრუნება, თუ უკვე არ მოხდა. ასე რომ, პუტინი მაისი-ივნისის თვისთვის ემზადება", - განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში იტალიის პრემიერ ჯორჯია მელონისთან ერთად მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის პასუხს მიმდინარე კვირის განმავლობაში გავიგებთ.
კერძოდ, ტრამპს ჰკითხეს, რა მომენტში მიიღებს ის გადაწყვეტილებას არის თუ არა რუსეთი მზად ცეცხლის შეწყვეტისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, გააძლიერებს თუ არა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს.
„ვნახავთ რა იქნება. მათგან პასუხს მიმდინარე კვირის განმავლობაში გავიგებთ, რეალურად ძალიან მალე და ვნახავთ. გვინდა, რომ სიკვდილი და მკვლელობა შეწყდეს", - განაცხადა ტრამპმა.
ვახტანგ მაისაიას თქმით, პუტინი ამ პერიოდს, (გაზახულ-ზაფხულს) ხელიდან არ გაუშვებს და უკრაინის წინააღმდეგ უფრო გააძლიერებს გააძლიერებს შეტევით ოპერაციებს ყოფილი გენერლების დახმარებით.
„ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან რაღაც დადებითი პოზიცია ომის დასრულებაზე არ შეიმჩნევა. პირიქით, მან გააძლიერა ფრონტის გარკვეულ მონაკვეთზე სამხედრო მოქმედებები, მაგალითად ხარკოვზე გააფთრებულად ახორციელებენ შეტევას. ასევე, მათ გააძლიერეს ზაპოროჟიესა და ხარკოვზე თავდასხმები. გუშინ ინტენსიურად დაიბომბა უკრაინული ქალაქები. ფაქტობრივად, არანაირი ინდიკაცია არ ჩანს, რომ რუსები აპირებენ ამ საომარი მოქმედებების დეესკალაციის ფაზაში გადაყვანას. აქედან გამომდინარე, მგონი პუტინის პასუხი გასაგებია. მითუმეტეს, გაზაფხულ-ზაფხული იდეალური პერიოდია შეტევითი ოპერაციების განხორციელებისთვის.
„როგორც ჩანს, პუტინი თვლის, რომ ოპერატიული სტრატეგიული კონტექსტიდან გამომდინარე ახლა ამ შანსის გამოყენება ხელიდან გასაშვები არაა. ისინი აბრუნებენ ყოფილ სამეხდრო სტრატეგოსებს, რომლებსაც თავი გამოიჩინეს და რომლებიც გადაყენებულები არიან, მაგალითად გენერალ-ლეიტენანტი ივან პოპოვი, რომელიც სხვადასხვა მაქინაციის გამო დააკავეს.
„გარკვეული მონაცემების მიხედვით, პოპოვი დააბრუნეს ფრონტზე. ყოველ შემთხევევაში ეს არის როგორც გამოსასყიდი, ანუ ციხიდან პირდაპირ ფრონტზე. ის საკმაოდ გამოცდილი სამხედრო სარდალი იყო, რომელიც ძალიან წარმატებულად ახორციელებდა ოპერაციებს.
„ასეთი ბევრი ვარიანტია. ასევე, იგიგემება გენერალი სუროვიკინის გათავისუფლება და ფრონტზე დაბრუნება, თუ უკვე არ მოხდა. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ძალები მოიკრიბონ, რათა შეტევა განახორციელონ. როგორც ჩანს, რუსეთის გენშტაბში შემუშავებულია ახალი ტიპის შემტევითი გეგმა, რომელსაც ჩვენ ალბათ, უახლოეს პერიოდში ვიხილავთ, სავარაოდოდ, მაისი-ივნისის თვეში", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".