მარიამ ვეკუა
25.04.2025

მოსკოვის თანამგზავრ ქალაქ ბალაშიხაში ფოლკსვაგენ გოლფი აფეთქდა. რის შედეგადაც დაიღუპა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის თანამშრომელი, გენერალი იაროსლავ მოსკალიკი.

59 წლის იაროსლავ მოსკალიკი რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. 2021 წელს პუტინმა მას გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭა.

გამოცემა „ბაზას" ცნობით, აფეთქება პარასკევს, დაახლოებით 10:40 საათზე ნესტეროვის ბულვარზე მოხდა. აფეთქების ტალღამ მოსკალიკი რამდენიმე მეტრის მოშორებით გადააგდო.

ტელეგრამიარხები წერენ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე მანქანა შესაძლოა სპეციალურად გადაეყვანათ იმ სახლთან, სადაც გენერალი ცხოვრობდა. მანქანა გარდაცვლილს არ ეკუთვნოდა. არხის ცნობით, იმპროვიზირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა (IED) დაახლოებით ექვსი მილიმეტრის დიამეტრის ნამსხვრევებით იყო

მანქანის აფეთქების მომენტი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. კადრებში ჩანს მამაკაცი, რომელიც ტროტუარზე გაჩერებული მანქანებისკენ მიემართება. რამდენიმე წამის შემდეგ, ერთ-ერთი ფეთქდება.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აფეთქების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და დეპარტამენტის ექსპერტები, ასევე სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული დანაყოფები იმყოფებოდნენ.

ბალაშიხაში აფეთქება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და თეთრი სახლის ხელმძღვანელის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოვს შორის მოლაპარაკებებზე გავლენას მოახდენს - წერს ტელეგრამის არხი "MIG of Russia".

"დღევანდელმა ტერაქტმა სერიოზული დარტყმა მიაყენა სამშვიდობო პროცესს. ძალიან სერიოზული. ეს ასევე იმოქმედებს პუტინისა და უიტკოფის დღევანდელ მოლაპარაკებებზე" - წერია სტატიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×