მარიამ ვეკუა
30.04.2025

პაკისტანის დაზვერვის ინფორმაცით ინდოეთი უახლოეს 24-36 საათში პაკისტანის წინააღმდეგ ომს წამოიწყებს, ორ ბირთვულ სახლმწიფოს შორის დაპირისპირება მწვავდება, აშშ და ჩინეთი მხარეებს „სასწრაფოდ თავშეკავებისკენ" მოუწოდებენ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პატარა შეცდომამ შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს კონტინენტის სტაბილურობაზე.

„პაკისტანს აქვს სანდო დაზვერვის ინფორმაცია, რომ ინდოეთი აპირებს პაკისტანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განხორციელებას მომდევნო 24-36 საათში", - განაცხადა პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა ათაულა ტარარმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. მან არ დააკონკრეტა, თუ რა მტკიცებულებები გამოიყენა პაკისტანმა ამ განცხადების გასაკეთებლად.

ტარარის კომენტარები გაკეთდა ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირში, მთიან ქალაქ პაჰალგამში მებრძოლების მიერ 26 ტურისტის დახოცვიდან სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ, რამაც ფართო აღშფოთება გამოიწვია.

ინდოეთმა პაკისტანი თავდასხმაში მონაწილეობაში დაადანაშაულა - ბრალდებას, ისლამაბადი - პაკისტანის დედაქალაქი, უარყოფს. ამ უკანაკსნელმა ინდოეთს ინციდენტის ნეიტრალური გამოძიება შესთავაზა.

ქაშმირი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ცხელი წერტილია, ნაწილობრივ ინდოეთისა და პაკისტანის მიერ კონტროლდება, თუმცა ტერიტორია დღემდე სადავოა. ინდოეთი აკონტროლებს რეგიონის დახლოებით 55%-ს, პაკისტანი 35%-ს, ჩინეთი კი 10%-ს.

ორი ბირთვული იარაღის მქონე მეტოქემ მთიანი ტერიტორიის გამო სამი ომი აწარმოა, რომელიც ამჟამად გაყოფილია დე-ფაქტო საზღვრით, რომელსაც „კონტროლის ხაზი" ეწოდება, მას შემდეგ, რაც თითქმის 80 წლის წინ ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვეს.

ქაშმირში ტურისტებზე ბოლო თავდასხმამ კი გამოიწვია შიში, რომ ინდოეთმა შესაძლოა დაპირპირებულ მხარეს მსგავსი გზით უპასუხოს. ინდოეთის პრემიერმინისტრმა, ნარენდრა მოდიმ გასულ კვირას წარმოთქმულ მხურვალე გამოსვლაში პირობა დადო, რომ თავდამსხმელებს „დედამიწის კიდემდე" გაყვებოდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ორ ბირთვულ სახელმწიფოს სიმშიდისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ გაესაუბრება თავის კოლეგებს ინდოეთსა და პაკისტანში, შესაძლოა „დღესვეც".

ნიუ დელი ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვან პარტნიორად ითვლება, რადგან ის ცდილობს ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში. ცნობისთვის, პაკისტანიც აშშ-ს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი გასულ კვირას ესაუბრა პაკისტანის ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს იშაკ დარს და განაცხადა, რომ პაკისტანსა და ინდოეთს შორის ნებისმიერი კონფლიქტი „არ ემსახურება ორივე მხარის ფუნდამენტურ ინტერესებს".

საყურადღებოა ჩინეთის როლი ამ პროცესებში, ინდოეთისა და ჩინეთის ურთიერთობა ბოლო წლებში დაძაბული აღმოჩნდა, მათ სადავო საზღვარზე შეტაკებებით. ამასობაში, პეკინმა და ისლამაბადმა გააძლიერეს ურთიერთობები და ჩინეთი კი აგრძელებს ინვესტიციების განხორციელებას პაკისტანში „ერთი სარტყელი, ერთი გზა" ინიციატივის ფარგლებში.

ექსპერტები ამბობენ, , რომ ამ კონფლიქტის ერთადერთი ბენეფიციარები იქნებიან იარაღის მწარმოებლები, პენტაგონის ლობისტები და უოლ სტრიტის ინვესტორები. მათი მოტივები ნათელია: დოლარის სიძლიერის შენარჩუნება, აშშ-ის ეკონომიკის მხარდაჭერა და, რაც მთავარია, ინდოეთსა და ჩინეთს შორის დაძაბულობის შენარჩუნება.

FATA-ს კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი მანსურ ხან მასუდი, მიიჩნევს, რომ პაკისტანში ვითარების შემდგომი ესკალაცია ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა აღნიშნავს, რომ სამხრეთ აზიის მშვიდობა საფრთხის ქვეშ მაინცაა: „სამხრეთ აზიის მშვიდობა საფრთხის ქვეშაა და რეალური დამნაშავის დასადგენად საჭიროა საფუძვლიანი დამოუკიდებელი გამოძიება. სამხრეთ აზიის მომავალი ბეწვზე ჰკიდია. ეს არა მხოლოდ სუბკონტინენტის ბედს განსაზღვრავს, არამედ შეიძლება ღრმა გავლენა იქონიოს გლობალურ სტაბილურობაზე.

ინდოეთს მნიშვნელოვანი სამხედრო უპირატესობა აქვს პაკისტანთან შედარებით, მაგრამ ორივე სახელმწიფოს ბირთვული იარაღი აქვს და არასწორ გაანგარიშებას შეიძლება ორივესთვის დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს. პაკისტანის სიძლიერე მის ხმელეთზე დაფუძნებულ ძალასა და გეოგრაფიულ უპირატესობაშია, მაგრამ პირდაპირი კონფლიქტის შემთხვევაში, ინდოეთის ტექნოლოგიური უპირატესობა, სავარაუდოდ, გადამწყვეტი აღმოჩნდება."-განაცხადა ექპერტმა დასავლურ გამოცემასთან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×