
ევროკავშირმა ომის გამო სამშობლოდან გაქცეული უკრაინელების დროებითი დაცვის პროგრამა, შესაძლოა, აღარ გაახანგრძლივოს. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ბრიუსელში დახურულ კარს მიღმა განიხილავენ სტრატეგიებს, თუ როგორ დაასრულონ საგანგებო ვითარებაში მიღებული დირექტივა.
სტატიის თანახმად, უკრაინელების დაცვის პროგრამის 1 წლით გახანგრძლივებას წევრი სახელმწიფოების ნაწილი ემხრობა, თუმცა, ეს პროცედურა სამართლებრივ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
Euractiv-ის ინფორმაციით, ევროკავშირი ცდილობს შეიმუშაოს გეგმა, როგორც ევროპაში დარჩენის მსურველი უკრაინელების, ასევე მათთვის, ვინც უკრაინაში დაბრუნებას გადაწყვეტს.