რეზონანსი
27.05.2025

"ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის"- ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა, თბილისში მიმდინარე ყრილობაზე განაცხადა. 

მისი თქმით, პარტის პასუხისმგებლობას იღებს საქართველოს მოქალაქეების წინაშე და ამბობს, რომ  მათთვის "ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით": 

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომლის პასუხისმგებლობა მდგომარეობს პირველ რიგში თითოეული საქართველოს მოქალაქის წინაშე და ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის. ამ პასუხისმგებლობიდან ვიღებთ იმ პასუხისმგებლობას და არ ვმალავთ და პირდაპირ თითოეული საქართველოს მოქალაქეს ვეუბნებით, რომ ჩვენთვის ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×