რეზონანსი
27.05.2025

ქობულეთში, თავისუფლების ქუჩაზე, არსებული ინერტული მასალის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში დასაქმებული 55 წლის კაცი სამუშაოს წარმოების დროს გარდაიცვალა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

როგორც შპს "თეთროსანის" წარმომადგენელი აცხადებს დასაქმებული მძიმე ტექნიკას მართავდა, რომელიც მწყობრიდან გამოვიდა. ის შეკეთებას შეეცადა, რა დროსაც ტექნიკა დაგორდა და კაცი მოიყოლა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და კრიმინალისტები, ასევე შრომითი ინსპექციის წარმომადგენლები. საწარმო ამჟამად დახურულია, სამუშაოები კი გაურკვეველი ვადით შეჩერებულია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×