რეზონანსი
27.05.2025

 თამარ აფციაური ათენში მოქმედი, დავით გურამიშვილის სახელობის საკვირაო სკოლის ხელმძღვანელია. ის ერთ-ერთია იმ 62 პედაგოგს შორის, რომლებმაც გადამზადების პროგრამა გაიარეს, დღეს კი განათლებისა და საგარეო საქმეთა მინისტრებისგან პროფესიული განვითარების კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატები მიიღეს.

საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს, პრემიერ-მინისტრმა მიმართა და უთხრა, რომ დიასპორის წარმომადგენლებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება საქართველოს ხელისუფლების მოვალეობაა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2017 წლიდან, დიასპორაზე ზრუნვა სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულად გამოცხადდა და ამ ვალდებულების შესასრულებლად მთავრობა არაერთ პროექტს ახორციელებს.

საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანების ხელშეწყობა, მათი უფლებების დაცვა და სამართლებრივი ბაზის მოწესრიგება- პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ამბობენ, რომ ეს საკითხები მთავრობის ერთი - ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ტრადიცია, ერთიანობა, განვითარება - ამ სახელწოდებით ფორუმი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად ღონისძიებაში საპატრიარქოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მეუფე შიომ შეკრებილებს ილია მეორეს წერილი წაუკითხა.

ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი ყოველწლიურად იმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×