რეზონანსი
27.05.2025

 ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ კანადაში პარლამენტის სხდომა გახსნა და სიტყვით გამოსვლისას კანადა „ძლიერ და თავისუფალ" ქვეყნად შეაფასა.

ჩარლზ III გახდა პირველი ბრიტანელი მონარქი თითქმის 70 წლის განმავლობაში, რომელმაც კანადის პარლამენტის სესია გახსნა.

„ეს არის ჩემი მეოცე ვიზიტი კანადაში, ნახევარი საუკუნის განმავლობაში, და პირველი, როგორც მონარქის. როგორც ადრე ვიტყოდი: „ყოველ ჯერზე, როცა კანადაში მოვდივარ, კიდევ უფრო მეტი კანადა შედის ჩემს სისხლში - და იქიდან პირდაპირ ჩემს გულში", - აღნიშნა ბრიტანეთის მეფემ.

ამასთან, ბრიტანეთის მეფემ კანადა დაახასიათა, როგორც „თამამი, ამბიციური, ინოვაციური და მულტიკულტურული ქვეყანა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×