რეზონანსი
28.05.2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში დედაქალაქი მერობის კანდიდატთან დაკავშირებით მკაფიო მინიშნება გააკეთა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე მიიღება.

„კახი კალაძეს უკვე აქვს მომზადებული ოთხწლიანი გეგმა თბილისის განვითარებისთვის. ამ გეგმაზე მუშაობა სრულდება. ის მონახაზი, რაც ნანახი მაქვს, არის ძალიან საინტერესო და იძლევა საშუალებას, რომ ოთხი წლის თავზე ჩვენი დედაქალაქი გახდეს კიდევ უფრო განვითარებული, კიდევ უფრო გალამაზებული, კიდევ უფრო მეტად გამწვანებული და რა თქმა უნდა, დასანანი იქნებოდა, განვითარების ეს პროცესი სხვა მიმართულებით წარიმართოს. ეს არის ჩემი შეხედულება. დაველოდოთ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×