
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი წარადგინა. ვახტანგ გომელაურის ადგილი გრლა გელაძემ დაიკავა. ის პროფესიით იურისტია და აქამდე სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. რამდენიმე თვის წინ კი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გახლდათ.
გელა გელაძის სამუშაო გამოცდილება ასეთია:
სამუშაო გამოცდილება:
2025 - დღემდე - სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის უფროსის მოადგილე
2024-2025 - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე
2023-2024 – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე
2018-2023 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი
2016-2018 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, სამმართველოს უფროსი
2012-2016 – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე
2010-2012 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე
2008-2010 – შპს „ელიზი ჯგუფის“ დირექტორი
2007-2008 – საქართველოს იუსტიცის სამინისტროს გენერალური ინსპექცია – მრჩეველი
2007 – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის დეპარტამენტი – მრჩეველი
2005-2006 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე
2005 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ზედამხედველი
2005 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი
2004-2005 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი
2004 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის საგამოძიებო სამსახური გამომძიებელი
2004 – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გენერალური ინსპექციის მრჩეველი
2001-2004 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის თანაშემწე საზოგადოებრივ საწყისებზე
1999-2001 – საქართველოს პროკურატურა – სტაჟიორი.