რეზონანსი
28.05.2025

დაჭრა თბილისში - საბურთალოზე, ოთარ ჭილაძის ქუჩაზე კაცი დაჭრეს. როგორც თვითმხილველებმა "მთავარს" მიაწოდეს ინფორმაცია, შუახნის კაცს სხეულზე დაზიანებები დანით მიაყენეს, რის შემდეგაც დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რომელმაც დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა. შსს-ში განაცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×