რეზონანსი
28.05.2025

ვიქტორ ორბანმა და ირაკლი კობახიძემ განიხილეს უნგრულ-ქართული ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები, იმსჯელეს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გზებზე, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის პრესსპიკერმა, ზოლტან კოვაჩმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც კოვაჩმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრა ასევე ემსახურებოდა ივნისში დაგეგმილი უნგრეთ-საქართველოს მთავრობათაშორის სამიტისთვის მზადებას.

„პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დღეს ბუდაპეშტში მოლაპარაკებები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. ორმა ლიდერმა განიხილა უნგრულ-ქართული ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები, იმსჯელეს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გზებზე. ეს შეხვედრა ასევე ემსახურებოდა უნგრეთში ივნისში დაგეგმილი უნგრეთ-საქართველოს მთავრობათაშორის სამიტისთვის მზადებას, რომლის მიზანია სტრატეგიული ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება. პრემიერ-მინისტრი კობახიძე ასევე სიტყვით გამოვა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე, რომელიც ბუდაპეშტში 29-30 მაისს გაიმართება“, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×