რეზონანსი
29.05.2025

თიბისი აგრძელებს მომხმარებლებისთვის პროცესების გამარტივებას და ამჯერად, გთავაზობთ ახალ კამპანიას, რომლის მიხედვითაც, მობაილბანკში რეგისტრაციის ნაწილი განახლდა და ახლა, უფრო მარტივად შეძლებთ შესვლასა და სარგებლობას. 

თუ აქამდე მობაილბანკში რეგისტრაციისა და მონაცემების აღდგენისთვის სხვადასხვა დოკუმენტები გჭირდებოდათ, თიბისიმ ეს პროცესი ბევრად გაამარტივა: რეგისტრაციისთვის სულ რაღაც 30 წამი დაგჭირდებათ; მონაცემების აღდგენა კი, კიდევ უფრო ნაკლებ დროშია მოსახერხებელი. 

მობაილბანკში რეგისტრაციისთვის, უმარტივესი პროცედურის გავლა დაგჭირდებათ - სელფის გადაღება და პირადი მონაცემების შეყვანა. 

რაც შეეხება მონაცემების აღდგენას,  საქმე აქაც მარტივადაა და პროცესის გასავლელად, მხოლოდ სამსაფეხურიანი დავალების შესრულება მოგიწევთ. 

თიბისის მობაილბანკი გიხსნით ახალი შესაძლებლობებს - წვდომას სხვადასხვა საბანკო საჭიროებებზე, მათ შორის ახალ თიბისი ბარათსა და განაწილებაზე. 

აღმოაჩინეთ ახალი თიბისი ბარათის უპირატესობები და შეთავაზებები მობაილბანკში; ისარგებლეთ განაწილებით თიბისის ექსკლუზიურ ობიექტებში და ამ ყველაფრისთვის, მხოლოდ მობაილბანკის გახსნაა საჭირო.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×