რეზონანსი
29.05.2025

რაც მოხდა 29 მაისის ღამეს სტავროპოლის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან, მართლაც, რომ განსხვავებულია. როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ირაკლი ალადაშვილი წერს, ფაქტი გამორჩეულია არა მარტო იმიტომ, რომ ამ აფეთქებას შეეწირა თავად რუსეთის პრეზიდენტის მიერ პირადად გამორჩეული და საბრძოლო ორდენებითა და მედლებით უხვად დაჯილოდებული ოფიცერი, რომელსაც დიდი პოლიტიკური კარიერისთვის ამზადებდა კრემლი, არამედ ის ხერხი, რომლითაც მისი ლიკვიდაცია განხორციელდა, რაც სადარბაზოს კარებში დაყენებულმა ვიდოკამერამ დააფიქსირა...

"ქუჩაში მდგარ ახალგზარდა კაცს უახლოვდება სადარბაზოდან გამოსული ასევე ახალგაზრდა ადამიანი და მათი საუბრის დაწყებისთნავე ხდება ძლიერი აფეთქება...

როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, სადარბაზოდან გამოსული 29 წლის ნიკიტა პენკოვის სხეულზე დამონტაჟებული იყო დისტანციურად მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის დეტონაციის შედეგად პენკოვის სხეული შუაზე „გადაიჭრა“, ხოლო მისი თანმოსაუბრე მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ „გმირს“, მაიორ ზაურ გურციევს პუტინი წარმატებულ პოლიტიკურ კარიერას უმზადებდა, თუმცა...

რუსი გამომძიებლები აცხადებენ, რომ პენკოვმა შეიძლება არც კი იცოდა, რომ „დანაღმული“ იყო და უკრაინის სპეცსამსახურებმა ის გამოიყენეს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ „გმირის“ ზაურ გურციევის სალიკვიდაციოდ.

34 წლის მაიორი ზაურ გურციევი აქტიურად მონაწილოებდა უკრაინული მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვების ორგანიზირებაში, რითაც მიიპყრო კრემლის ყურადღება, იქცა თვით პუტინის ფავორიტად და „გმირების დროს“ პროგრამის ფარგლებში ზაურ გურციევი სტავროპოლის ადმინისტრაციის მეთაურის პირველ მოადგილედ დანიშნეს, რაც ყოფილი სამხედროს წარმატებული პოლიტიკური კარიერის დაწყების პირველი საფეხური უნდა გამხდარიყო რუსეთის დედაქალაქში გადაყვანის წინ", - წერს ირაკლი ალადაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×