რეზონანსი
29.05.2025

ნიკა მელიას სასამართლო სხდომა ხვალ, 14:00 საათზე გაიმართება - მისთვის შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა კი დღეს იწურება. წინასასამართლო სხდომა დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ხვალისთვის გადაიდო. მიზეზი პროკურორების გამოუცხადებლობა გახდა.

ოფიციალური განმარტებით, ბრალდების მხარის წარმომადგენლები სასწავლო ტრენინგს ესწრებიან. ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმე აღძრულია პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. აქამდე არსებული პრაქტიკით, მაშინ როდესაც პოლიტიკოსები არ იხდიან გირაოს პროკურატურა პატიმრობის შუამდგომლობას აყენებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×