
კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს.
"ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე მიდიოდა, გადააყენა საპატრულო პოლიციამ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით, პრაქტიკულად, მოიტაცეს" - ამბობს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.
ადვოკატის თქმით, საბუთები ჩამოართვეს თანმხლებ პირებსაც. ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა, დღეს, ღამის 12 საათამდე ჰქონდა, მისი სასამართლო პროცესი ხვალ უნდა გამართულიყო. ნიკა მელია სასამართლოზე მისვლას არ აპირებდა.
ადვოკატი თვლის, რომ შესაძლოა, რომელიმე, "მოგონილი ადმინისტრაციული ბრალდებით დააკავონ, რომ ხვალ უზრუნველყონ მისი იძულებითი მიყვანა პროცესზე."
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია დაკავებას გამოეხმაურა:
"ნიკა დააკავეს მანქანაში, ლისის ტბის ასახვევთან.
არც ერთი საფუძველი არ არსებობს: ფორმალურად არც გირაოს გადახდის ვადა გასულა, და არც სასამართლოს არ გამოუტანია აღკვეთის შეცვლის გადაწყვეტილება!" - დაწერა მან.