
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება.
გვარამიას თქმით, "მისი დაკავების არც ერთი საფუძველი არ არსებობს".
ნიკა დააკავეს მანქანაში, ლისის ტბის ასახვევთან.
არც ერთი საფუძველი არ არსებობს: ფორმალურად არც გირაოს გადახდის ვადა გასულა, და არც სასამართლოს არ გამოუტანია აღკვეთის შეცვლის გადაწყვეტილება!"-წერს გვარამია.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას "ტვ პირველს" ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი უდასტურებს.
როგორც კონდახაშვილი ამბობს, ოპოზიციონერი ლიდერი ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულმა გააჩერა და ძალის გამოყენებით მანქანაში ჩატენა.
იურისტი გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას დაკავება რომელიმე მიმდინარე საქმეს უკავშირდებოდეს.