რეზონანსი
30.05.2025

ხვალ ძალაში შედის კანონი, რომელიც უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებსა თუ პირებს რეგისტრაციას ავალდებულებს. ამერიკული ფარა-ს ზუსტი ანალოგის ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე, მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ განმარტავენ, თუ რას ითვალისწინებს აღნიშნული კანონპროექტი.

"ის პირები, რომლებიც დღეს აანონსებენ, რომ არ დარეგისტრირდებიან და არ გაივლიან რეგისტრაციას შესაბამის რეესტრში, მიეცემიან სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში და აღნიშნულს დაადგენს ერთის მხრივ, ანტიკორუფციული ბიურო, თუ ვინ ექცევა აღნიშნული რეგისტრაციის მოთხოვნის ფარგლებში, ხოლო ამის შემდგომ, თუ ისინი არ დარეგისტრირდებიან, საქმე გადაეცემა საქართველოს პროკურატურას, შემდგომ კი იმსჯელებს სასამართლო, რომელიც შესაბამის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაადგენს, რომელიც შესაძლოა გამოხატული იყოს ან ჯარიმის, ან თავისუფლების აღკვეთის სახით," - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსმა, ვახტანგ ჩოჩიამ.

16-გვერდიანი კანონის თანახმად, ანტიკორუფციულ ბიუროში დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება უცხოური დაფინანსების მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ექნებათ. კანონის აღსრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიუროა, რომელმაც 6 თვეში ერთხელ ანგარიში პარლამენტს უნდა წარუდგინოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×