|

გასული სამი ათწლეული იყო როგორც მიღწევებით, ასევე გამოწვევებით სავსე პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ლარმა შეასრულა თავისი მთავარი ფუნქცია – ყოფილიყო სანდო და სტაბილური ვალუტა ეკონომიკური ურთიერთობებისა და მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრებისთვის, - განაცხადა ნათია თურნავამ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. კონფერენცია ლარის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში იმართება.
საერთაშორისო კონფერენციაზე, სახელწოდებით „ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე“ მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, ლარი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა და მის შექმნას წინ ქართული ფულის მრავალსაუკუნოვანი ისტორია უძღოდა.
„1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის კვალობაზე დასაბამი მიეცა ქვეყანაში დამოუკიდებელ ფულად-საკრედიტო სისტემას. სწორედ ამ პერიოდიდან ოფიციალურად დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ქართული ვალუტის დიზაინის, სახელწოდებისა და ტექნიკური პარამეტრების შესაქმნელად. 1995 წლის 2 ოქტომბრიდან კი ლარი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა,“ - განაცხადა მან.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|