|

გვიან ღამით, ლისის ტბის ასახვევთან „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ კოალიციის პრესსამსახურმა გაავრცელა. მელია სატელევიზიო გადაცემაში - „ორ ცეცხლს შუა" - მონაწილეობის მიზნით მიემართებოდა.
მომხდარს ეხმაურება ნიკა მელიას მამა, ექიმი ანზორ მელია:
„სასწაულია რაც გააკეთეს, ბავშვი შემეცოდა, სანდრო... ასე ამბობს, კი მაგრამ ხვალ უნდა დაეჭირათ და დღეს რატომ დაიჭირესო? ნიკამ მშობლები მოგვამზადა ამ დაჭერისთვის, ფაქტობრივად, ველოდით მის დაჭერას. მითუმეტეს როცა კაცი დინების წინააღმდეგ მიდის, მას წინააღმდეგობა ყოველთვის ექნება. თუმცა ამ შემთხვევაში, როცა კაცი მიდიოდა გადაცემაზე და გაიტაცეს, ეს არ არის დაპატიმრება. რა საჭირო იყო?! ძალა უნდათ, რომ აჩვენონ. ამ დროს ეს სისუსტეა. ამდენი წლის ექიმი ვარ და ნიკასთვის გირაოს გადახდა არ გამიჭირდებოდა, მაგრამ სასტიკად ამიკრძალა" - ამბობს ანზორ მელია.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|