რეზონანსი
30.05.2025

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომი გარდამტეხ მომენტს უახლოვდება, სადაც ხანგრძლივი მშვიდობის წელს მიღწევის შანსი არსებობს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ფიდანმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სტამბოლში მაისში გამართულმა მოლაპარაკებებმა დიპლომატიურ ინსტრუმენტებს ახალი განზომილება შესძინა.

„ომის გარდამტეხ მომენტს ვუახლოვდებით. როგორც 16 მაისს სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დასაწყისში აღინიშნა, ჩვენს წინაშე ორი გზაა: ან თვალს დავხუჭავთ ამ ომის გაგრძელებაზე, ან ხანგრძლივ მშვიდობას მიმდინარე წლის განმავლობაში მივაღწევთ", - აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, თურქეთი სტამბოლში გამართული შეხვედრის შემდეგ მხარეებს შორის ტყვეების გაცვლას იმის ნიშნად აღიქვამს, რომ მოლაპარაკებებს, შესაძლოა, კონკრეტული შედეგები მოჰყვეს.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა გამოაცხადა მზადყოფნა, გააგრძელოს მოლაპარაკებები 2 ივნისს და ამჟამად კიევში მიმდინარეობს მოსაზრებების გაცვლა შემდეგი შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×