რეზონანსი
30.05.2025

მტერს არ ვუსურვებ, ისეთ დღეშია რადიკალური ოპოზიცია, მაგრამ დაიმსახურეს, რადგან მთელი თავისი პოლიტიკური „მოღვაწეობის" განმავლობაში ერთადერთი რაც უნდოდათ, იყო ის, რომ ჩვენი ქვეყანა გაენადგურებინათ. ამიტომაც არის, რომ დამსახურებულად არის დღეს განადგურებული აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის ძალიან კარგია, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში".

„გირაოს გადახდა-არგადახდასთან დაკავშირებით სამი კატეგორია ჩამოყალიბდა. ერთნი, რომლებმაც უპირობოდ გადაიხადეს გირაო, მეორე - ვაშაძე განსხვავებული შემთხვევა იყო, როდესაც ძალიან უნდოდა გადაეხადა გირაო, მაგრამ არ იცოდა რა ფორმით, პარტიის ყრილობაც კი მოიწვია იმაზე სამსჯელოდ და მესამე - კიდევ უფრო დესტრუქციული ჯგუფები, რომლებიც ერთი ხელით ამბობენ რომ არ გადაიხდიან და მეორე ხელით მოთქვამენ არ დაგვიჭირონო. პირველი, მეორეც და მესამეც ერთნაირად ამაზრზენი და მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×