რეზონანსი
30.05.2025

აშშ-ჩინეთს შორის არსებული უთანხმოება მთავარი რისკია, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

სინგაპურში ორდღიანი ვიზიტის დროს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში პარტნიორებს შორის ახალი კოალიციების შექმნის აუცილებლობას.

„ვიქნები გულწრფელი - საფრანგეთი არის ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარი და მოკავშირე, და ჩვენ ვთანამშრომლობთ, მაშინაც კი თუ ზოგჯერ არ ვეთანხმებით და ვეჯიბრებით ერთმანეთს ჩინეთთან", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აზიასა და ევროპას აქვთ საერთო ინტერესი გლობალური წესრიგის დაშლის თავიდან აცილებაში.

„მოვიდა მოქმედების კოალიციების დრო, და ეს მოითხოვს, რომ ქვეყნებმა, რომლებსაც შეუძლიათ ერთად იმოქმედონ, ამისთვის ყველა საშუალება გამოიყენონ", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×