რეზონანსი
30.05.2025

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ნება დართო, გააძევოს ქვეყნიდან 530 ათასზე მეტი მიგრანტი კუბიდან, ჰაიტიდან, ნიკარაგუიდან და ვენესუელიდან. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

სასამართლომ ასევე ნება დართო ადმინისტრაციას, გააუქმოს აღნიშნული პირების ჰუმანიტარული სტატუსი.

მარტში, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა გააუქმა ხუთი ქვეყნიდან მიგრანტებისთვის ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გაცემული დაცვის სტატუსი.

უწყებამ მათ 30 დღის ვადა მისცა ქვეყნის დასატოვებლად, თუ სხვა პროგრამით ლეგალური დაცვა არ ჰქონდათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×