რეზონანსი
31.05.2025

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საკრედიტო სააგენტო „ფიჩმა“ საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დატოვა.

როგორც უწყება წერს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს გააჩნია მსგავსი შეფასების მქონე ქვეყნებთან შედარებით მაღალი ეკონომიკური განვითარება და საიმედო მაკრო-ფისკალური პოლიტიკის ჩარჩო.

„სტაბილურად არის შეფასებული, როგორც მთავრობის ვალის დონე, ასევე – საბანკო სექტორის საქმიანობა. ამასთან, ფიჩი ასევე, აღნიშნავს დოლარიზაციისა და უცხოურ ვალუტაში გამოსახული ვალის მაღალ დონეს.

„ფიჩი“ განმარტავს, რომ სხვადასხვა დარგში ინვესტიციების გამო გაზრდილია ქვეყნის პოტენციური ეკონომიკური ზრდა და 2025-2026 წლებში ელოდება 5%-ზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას. წინა შეფასების მსგავსად, ამ ანგარიშშიც აღნიშნულია საბიუჯეტო მაჩვენებლების მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები, რაც მაღალი საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზებით არის გამოწვეული“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×