
შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვახტანგ გომელაური, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე, „სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის" ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
მას ორდენი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადასცა.
ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, უხელმძღვანელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მით უფრო, ისეთი ღირსეული პროფესიონალის შემდეგ, როგორიცაა ბატონი ვახტანგ გომელაური.
აღსანიშნავია, რომ იანვარში, „კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის" პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ვახტანგ გომელაური ღირსების ორდენითაც დააჯილდოვა.