რეზონანსი
31.05.2025

საზოგადოება „ქართულის" თანადამფუძნებელი, დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„სადისტებისა და მკვლელების, სამშობლოს მოღალატეების პარტია უნდა აიკრძალოს, ნაცებს უნდა აეკრძალოთ მუშაობა პოლიტიკაში, მედიაში, განათლების სისტემაში, ერთი სიტყვით, ყველგან, საიდანაც საზოგადოებრივ პროცესებზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლიათ", - წერს ჯანგულაშვილი და აცხადებს, რომ მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ახალი, ჯანსაღი ოპოზიციის დაბადება.

„პარლამენტის საგამოძიებო კომისიას კი არ იმჩნევთ, არ უყურებთ და ისე ლანძღავთ, მაგრამ რაც იქ აშკარავდება, ისეთი შემზარავი ჭეშმარიტებაა, ისეთი საზარელი დანაშაულების მხილება ხდება, რომ საბოლოოდ განადგურდება თქვენი ფარისევლობაც, თქვენი „ნაცობაც" და თქვენი „ოპოზიციაც"...

და მერე, ეგებ დაიბადოს ნამდვილი ოპოზიცია.

სადისტებისა და მკვლელების, სამშობლოს მოღალატეების პარტია უნდა აიკრძალოს, ნაცებს უნდა აეკრძალოთ მუშაობა პოლიტიკაში, მედიაში, განათლების სისტემაში, ერთი სიტყვით, ყველგან, საიდანაც საზოგადოებრივ პროცესებზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლიათ.

ამას თუ არ იზამს ეს ხელისუფლება, შემდეგ არჩევნებზე უკვე სამოქალაქო ომი მოხდება. და ეს იქნება ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი დანაშაული. ხოლო თუ საბოლოოდ გაათავისუფლებს საქართველოს ნაცისტური სიგიჟისაგან, ეს მისი ერთ-ერთი უდიდესი, საშვილიშვილო ღვაწლი იქნება

თეა წულუკიანი მადლობა, რასაც აკეთებთ!

ღმერთმა უშველოს ჩვენს ქვეყანას", - წერს დირიჟორი სოციალურ ქსელში

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×