რეზონანსი
31.05.2025

საქართველოში მობილური მოწყობილობების ყველაზე მაღალი წილი კვლავ Samsung-ზე მოდის და 35.5%-ს შეადგენს, რაც, წინა წელთან შედარებით, 1.8%-ით ნაკლებია. ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ანგარიშში წერია.

კერძოდ, ანგარიშის თანახმად, საქართველოში მობილურ მოწყობილობებში, რაოდენობის მხრივ, პირველ ადგილს Samsung-ის, ხოლო მეორე ადგილს Apple-ის წარმოების ტელეფონები იკავებს. აღსანიშნავია, რომ Samsung ტელეფონების წილმა საქართველოს ბაზარზე, წინა წელთან შედარებით, იკლო, ხოლო Apple-ის - გაიზარდა.

2023 წელთან შედარებით Apple-ის წილი 2.2%-ით გაიზარდა და 22% შეადგინა. Xiaomi-ს შემთხვევაში, პროცენტული წილი 0.9%-ით შემცირდა და 13.8%-ს გაუტოლდა. 4.4%-ით შემცირდა Microsoft/Nokia-ს წილი, რომელმაც 2024 წლისთვის 2.2% შეადგინა. რაც შეეხება Huawei-ს, მისი წილი 0.8%-ით შემცირდა და 3.3% შეადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×