
ჩინეთმა გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადება, რომელშიც მან პარალელები გაავლო რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასა და ტაივანის პოტენციურ ანექსიას შორის.
უკრაინისა და ტაივანის საკითხის ერთმანეთთან შედარებას ჩინეთი ორმაგ სტანდარტს უწოდებს.
ჩინეთის საელჩო წერს, რომ ტაივანის საკითხის უკრაინის საკითხთან შედარება მიუღებელია და ეწინააღმდეგება „ერთიანი ჩინეთის“ პრინციპს.
როგორც საელჩო აღნიშნავს, უკრაინასა და ტაივანში არსებული სიტუაციები „სრულიად განსხვავებული ხასიათისაა“.
„ეს ორი შემთხვევა განსხვავებული ხასიათისაა და მათი შედარება საერთოდ არ შეიძლება. ვინმე თუ ორმაგი სტანდარტის ორმაგი სტანდარტით გმობას შეეცდება, ერთადერთი შედეგი, რასაც მივიღებთ, ისევ ორმაგი სტანდარტი იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.