რეზონანსი
31.05.2025

გვიხარია, რომ გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ბევრი ქართველი იმყოფება, - განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა „ქრონიკასთან“ მიუნხენში, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება.

„დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველის შეძახილი და ლოცვა გააძლიერებს ჩვენს მაგარ ქართველ კაცს და აუცილებლად გაიმარჯვებს. მართლაც ისტორიული მომენტია და მიხარია, რომ ხვიჩას გამარჯვების მომსწრე გავხდები. მინდა, დიდი წარმატება და წინსვლა ვუსურვო“, - აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა.

დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. საფინალო მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ იტალიურ „ინტერს“ დაუპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად მიუნხენში უკვე ივარჯიშა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×