
თეთრი სახლის პრესსპიკერი კეროლაინ ლევიტი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ისრაელი და „ჰამასი“ ახალ სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდნენ.
„შემიძლია, დავადასტურო, რომ სპეციალურმა წარმომადგენელმა ვიტკოფმა და პრეზიდენტმა „ჰამასს“ წარუდგინეს ცეცხლის შეწყვეტის წინადადება, რომელსაც ისრაელი მხარს უჭერდა. ისრაელმა ამ წინადადებას ხელი მოაწერა, ვიდრე ის „ჰამასისთვის“ გაიგზავნებოდა“, – ამბობს კეროლაინ ლევიტი.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ „ჰამასი“ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდა. როგორც „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეთავაზებული წინადადება ითვალისწინებს ისრაელისთვის ათი ცოცხალი მძევლის და 18 მძევლის ცხედრის გადაცემას, ისრაელმა კი, სანაცვლოდ პალესტინელი პატიმრები უნდა გაათავისუფლოს.