რეზონანსი
31.05.2025

ჯერ აღჭურვილობა არ აქვს, თუმცა, პაატა ბურჭულაძე დარწმუნებულია, რომ ინტერნეტით არჩევნებს სრული სიზუსტით ჩაატარებს. ამბობს, რომ ხმების დამთვლელი 3 აპარატიდან 1 ჩეხეთში, 2 კი აშშ-შია შექმნილი.

მხარს უჭერენ თუ არა არჩევნების ტელეფონით ჩატარებას, სააკაშვილის გუნდში ერთიანი პოზიცია ჯერ არ აქვთ. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრების ნაწილი ბურჭულაძის ინიციატივას უპირობოდ ეთანხმება, ნაწილს კი ალტერნატიული შეთავაზებები აქვს.

სატელეფონო არჩევნებს არასერიოზულად აღიქვამენ გიორგი გახარიას პარტიაში "საქართველოსთვის", მამუკა ხაზარაძის გუნდი - "ლელო - ძლიერი საქართველო" კი არჩევნების ცესკოს ახალი შემადგენლობით ჩატარებას უჭერს მხარს.

დგას თუ არა სატელეფონო არჩევნების უკან ბიზნეს გეგმა - ბურჭულაძის ინიციატივასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს კითხვები აქვს, საკითხზე ოპოზიციის განსხვავებული პოზიციები კი მმართველი გუნდისთვის ოპონენტებს შორის არსებული დაპირისპირების უფრო მეტად გაღრმავების კიდევ ერთი დასტურია.

ოპერიდან პოლიტიკაში წასულმა პაატა ბურჭულაძემ ტელეფონით არჩევნების ჩატარების იდეა ოპოზიციას 15 მაისს გააცნო და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×