რეზონანსი
31.05.2025

არსებული ინფორმაციით, ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, შენობის სახურავიდან მოზარდი გადმოვარდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც კლინიკაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, დაშავებულ მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში, საიდანაც, მოზარდი, სავარაუდოდ, გადმოვარდა, ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×