რეზონანსი
01.06.2025

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის დელეგაცია თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაემგზავრება და ორშაბათს დილით უკრაინასთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დასაწყებად მზად იქნება.

პესკოვი აგრეთვე ადასტურებს, რომ რუსეთი უკრაინას 2 ივნისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მემორანდუმის საკუთარ ვერსიას წარუდგენს, თუმცა დოკუმენტის დეტალებს არ ასაჯაროებს.

"მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი დელეგაცია, მომლაპარაკებლების რუსული დელეგაცია სტამბოლში მიემგზავრება და ორშაბათს დილით მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის მზად იქნება", - თქვა პესკოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×