რეზონანსი
01.06.2025

ჩვენი ქვეყანა ამ ხელისუფლების მშვიდობის პოლიტიკიდან გამომდინარე, გახლავთ ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში და უსწრებს ევროკავშირის წევრ ზოგ ქვეყანასაც კი, - ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, საქართველო სამოგზაუროდ უსაფრთხო ქვეყნების რიგშია.

მისი თქმით, გასაკვირია, რომ ამ ფონზე ზოგი ევროპული სახელმწიფო ცდილობს შექმნას აღქმა, თითქოს საქართველო ტურისტებისთვის უსაფრთხო არ არის.

„რაოდენ გასაკვირია, როდესაც ამ ვითარებაში, როცა შეერთებული შტატები პირდაპირ აღიარებს საქართველოში ჩამოსვლის უსაფრთხოებას, ცალკეული ევროპული ქვეყნებიდან ხდება სრულიად კონტექსტიდან ამოვარდნილი განცხადებების გაკეთება - საფრანგეთის და პოლონეთის საელჩოებს ვგულისხმობ. შეგნებულად იქმნება იმის ტირაჟირების მცდელობა, თითქოს საქართველო არ არის უსაფრთხო ტურისტებისთვის. არადა, სინამდვილეში არის აბსოლუტურად საპირისპირო მდგომარეობა, რაც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სტატისტიკურ მონაცემებში კიდევ ერთხელ მკაფიოდ აისახა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×