რეზონანსი
01.06.2025

რუსეთმა უკრაინას წუხელ რეკორდული რაოდენობის - 479 - დრონებით და რაკეტებით შეუტია, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა მტრის 3 ფრთოსანი რაკეტა და 210 დრონი გაანადგურეს, 172 უპილოტო საფრენი აპარატი კი ლოკალურად დაიკარგა.

რუსებმა უკრაინას „შაჰიდისა" და სხვა ტიპის 472 დრონით რუსეთის ფედერაციის მილეროვოს, შატალოვოს, კურსკის, ორიოლის, ბრიანსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიებიდან შეუტიეს. „ისკანდერ-M/KN-23" ტიპის 3 ბალისტიკური რაკეტით კი - კურსკისა და ვორონეჟის ოლქებიდან. ამასთან რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ შეტევისას ოთხი ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს.

მტრის საჰაერო დარტყმების ძირითადი მიმართულებები ხარკოვის, სუმის, ჟიტომირის, ოდესის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს ოლქები იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×