რეზონანსი
01.06.2025

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ კიევის დელეგაცია დაესწრება რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდს სტამბოლში, რომელიც 2 ივნისს უნდა გაიმართოს.

„ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხის დასაცავად. დავსახე ამოცანები უახლოესი პერიოდისთვის. განვსაზღვრე პოზიციები სტამბოლში შეხვედრის წინ, ორშაბათს.

პირველი - სრულყოფილი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა.

მეორე - ტყვეების გათავისუფლება.

მესამე - გატაცებული ბავშვების დაბრუნება.

და მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - უმაღლეს დონეზე შეხვედრის მომზადება. მთავარი საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ ლიდერებს შეუძლიათ", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა თავის ტელეგრამ-არხში.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის დელეგაციას რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს.

ერთი დღით ადრე სტამბოლში საკუთარი დელეგაციის ჩასვლა კრემლშიც დაადასტურეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×