რეზონანსი
01.06.2025

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი არ გამორიცხავს, რომ ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა შესაძლოა, წლის ბოლომდე ვერ შედგეს. უშაკოვმა დაადასტურა, რომ აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრის შესახებ შეთანხმება ჯერ არ არსებობს, თუმცა იდეა ბევრია.

„რა თქმა უნდა, პირადი შეხვედრა - ეს მასშტაბურია, რამაც უნდა მიგვიყვანოს სერიოზულ შედეგებამდე. მაგრამ კვლავ, ეს შედეგები ვინმემ უნდა მოამზადოს, კერძოდ თეთრი სახლისა და კრემლის გუნდის შესაბამისმა წევრებმა", - აღნიშნა მან.

უშაკოვის თქმით, ლიდერების დონეზე შეხვედრის დროის პროგნოზირება შეიძლება, მაგრამ „ეს უაზროდ მიაჩნია".

რაც შეეხება დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს, პუტინის თანაშემწის განცხადებით, ამ ფაქტს კრემლში დადებითად აფასებენ.

შეგახსენებთ, ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი 19 მაისს გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×