რეზონანსი
01.06.2025

რუსეთი ადასტურებს, რომ უკრაინამ აეროდრომებზე თავდასხმა განახორციელა. კერძოდ, რუსეთმა დაადასტურა, რომ უკრაინამ დარტყმები განახორციელა ხუთ რეგიონში.

„ტელეგრამზე" რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ უკრაინამ განახორციელა, „ტერორისტული თავდასხმა" მურმანსკის, ირკუტსკის, ივანოვოს, რიაზანისა და ამურის რაიონებში.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველა თავდასხმა „მოიგერიეს".

„დრონების გაშვების შედეგად აეროდრომების უშუალო სიახლოვეს მდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საავიაციო ტექნიკას ცეცხლი გაუჩნდა", - აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

უკრაინულ და დასავლურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) წყაროებზე დაყრდნობით, რომ ოპერაციის - "ობობის ქსელი" - ორგანიზებას წელიწად-ნახევარი დასჭირდა და მას პირადად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აკონტროლებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×