რეზონანსი
01.06.2025

საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრებმა ისლანდიაში, ევროპის ვერცხლის ლიგის გათამაშების მეორე მატჩი გამართა და ავსტრიის ნაკრები ხუთ სეტში დაამარხცა - 3:2 (28:26, 25:23, 13:25, 25:27, 15:13)

ლიგის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულ ავსტრიის ნაკრებთან მატჩი დაძაბული გამოდგა. ქართველმა ფრენბურთელებმა პირველი ორი სეტი (28:26, 25:23) მოიგეს, მაგრამ შემდეგ ორი სეტი (13:25, 25:27) დათმეს.

გადამწყვეტ მეხუთე სეტში ავსტრია 12:10-ს იგებდა, როდესაც ქართველმა ფრენბურთელებმა ზედიზედ სამი ქულა აიღეს, 13:12 დაწინაურდნენ, საბოლოოდ სეტი 15:13 მოიგეს და მატჩიც მათი გამარჯვებით დასრულდა.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი (31) ქულა საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ანა კალანდაძემ მოაგროვა, შესანიშნავად ითამაშა მაგდა კობაიძემ, რომლის ანგარიშზე 15 ქულაა.

საქართველო-ავსტრია 3:2 (28:26, 25:23, 13:25, 25:27, 15:13)

საქართველო: ანა კალანდაძე (31), მაგდა კობაიძე (15), მარიამ მუშკუდიანი (13), მარიამ გაფრინდაშვილი (9), ლიზი ლობჟანიძე (5), გვანცა ულუმბელაშვილი, მარიამ ბერიაშვილი, ქეთევან ბლუაშვილი, ირინა ჭელიძე, მართა ლორთქიფანიძე, თინათინ ჟღენტი, ანა ჯანხოთელი, მელანია კაციტაძე, ანი მდივანი.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 6 ივნისს თბილისში ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×