რეზონანსი
01.06.2025

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ემოციურად გამოეხმაურა ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ-ჟერმენის" გამარჯვებას. სოციალურ ქსელში დაწერა: „პსჟ-ს გმირობის დღე".

ლიგის მოგების მეორე დღეს კი ემანუელ მაკრონმა ტრიუმფატორი გუნდი ელისეის სასახლეში მიიწვია.

ცხადია, სხვა ფეხბურთელებთან მწვრთნელებთან ერთად საფრანგეთის პრეზიდენტს ხვიჩა კვარაცხელიაც ესტუმრა.

ის პირველი ქართველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა და მეორე ქართველია, ვისაც ლიგა აქვს მოგებული - კახა კალაძე „მილანთან" ერთად ორჯერ გახდა ჩემპიონთა თასის მფლობელი. პსჟ-მ კი ისტორიაში პირველად მოიგო მთავარი საკლუბო ტიტული.

პარიზელებმა ფინალში მილანის „ინტერი" 5:0 დაამარცხეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×