რეზონანსი
02.06.2025

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.

შსს-ს ინფორმაციით, გელა გელაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს პოლიციელის დღე მიულოცა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.

შინაგან საქმეთა მინისტრს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულთან ბრძოლის, პრევენციული ღონისძიებებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია გააცნეს.

შეხვედრას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, მოადგილეები და ამავე დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×