რეზონანსი
02.06.2025

სამგორის რაიონში, პატარა ლილოს დასახლებაში გზის პირას არსებული ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებისგან სპეცტექნიკით იწმინდება. დასუფთავების სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.

„მოქალაქეებსა და კერძო კომპანიებს ყოველდღიურად მოვუწოდებთ, უკანონოდ არ განათავსონ სამშენებლო ნარჩენი დედაქალაქის შემოგარენში. კანონის დარღვევის ნაცვლად საჭიროა, ისარგებლონ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელსაყრელი, შეღავათიანი მომსახურებით და ჩვენი თანამშრომლები ადგილიდან გაიტანენ 5 კუბურ მეტრამდე სარემონტო ნარჩენს, ასევე, ძველ ავეჯს, ნივთებს“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.

მომსახურების საფასური ნარჩენის მოცულობის მიხედვით განისაზღვრება:

1 მ³ - 9 ლარი

1-3 მ³ - 69 ლარი

3-5 მ³ - 149 ლარი

არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდებზე - https://tgservice.ge, https://www.tbsg.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×