რეზონანსი
02.06.2025

ჩვენ კომისიაზე ყოფილი პატიმრები ჰყვებოდნენ, რომ იყვნენ ერთნახევარ კვადრატულ მეტრ ფართობში, სადაც არ იყო არც ლეიბი, არც საწოლი, პირდაპირ ბეტონზე იყვნენ და იქაც ხშირად წყალს უსხამდნენ, თან ყოველდღიურად სცემდნენ, - განაცხადა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა ​​​​​.

მისი თქმით, ეს იყო შეგნებული წამება.

„მითუმეტეს იმ ცემით დაავადებულები გამოდიოდნენ ადამიანები და დღემდე შერყეული ჯანმრთელობით არიან. ასეთი პირობების გამო იყო ამდენი გარდაცვალების შემთხვევა. იყო ტუბერკულოზის გავრცელება, რადგან ასეთ საკნებში, სადაც ჰაერი არ მოძრაობს, ერთ ტუბერკულოზიან ადამიანს შეუშვებდნენ ჯანმრთელ ადამიანებთან და რამდენიმე კვირის შემდეგ, ყველას ტუბერკულოზი ჰქონდა“, - აცხადებს სუბარი.

საგამოძიებო კომისიის წევრები ხონში სასჯელაღსრულების ყოფილ დაწესებულებაში იმყოფებიან. ისინი ათვალიერებენ ტერიტორიას, რომელიც კარგად ასახავს თუ რა პირობებში ჰყავდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს პატიმრები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×