რეზონანსი
02.06.2025

მსურს, პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს ანკარაში ან სტამბოლში შეხვდნენ, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ასევე, მსურს, ამ შეხვედრაზე ტრამპიც მოვიწვიო. ამ შეხვედრისთვის მოსამზადებელ ნაბიჯებს უახლესი მოლაპარაკებების შემდეგ გადავდგამთ", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისი თქმით, დღეს, სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა „შესანიშნავი" იყო.

„დღეს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები ერთმანეთს სტამბოლში შეხვდნენ. ეს შესანიშნავი შეხვედრა იყო. მხარეებს შორის ტყვეების გაცვლამ 1000-ს გადააჭარბა. ტყვეების გაცვლის გარდა, რუსული და უკრაინული მხარეები ცხედრების გაცვლის შესახებაც შეთანხმდნენ", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×