
თუ პუტინი გადაწყვეტს, ვინ შეიძლება გაწევრიანდეს ნატოში და ვინ არა, მაშინ რუსეთის ომის მადა მხოლოდ გაიზრდება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მიზანი უნდა იყოს რუსეთის აგრესიის სრულად აღმოფხვრა.
„ზეწოლის გარეშე, პუტინი უბრალოდ გააგრძელებს თამაშს ყველასთან, ვისაც ამ ომის დასრულება სურს", - აღნიშნა მან.
„ხანგრძლივი მშვიდობის გასაღები ნათელია: აგრესორმა ომისთვის არანაირი ჯილდო არ უნდა მიიღოს. პუტინმა არაფერი უნდა მიიღოს, რაც მის აგრესიას გაამართლებს. ნებისმიერი ჯილდო მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ომი მომგებიანია", - დასძინა ზელენსკიმ.