რეზონანსი
03.06.2025

რუსეთმა უკრაინასთან დაკავშირებით მემორანდუმის სრული ტექსტი გამოაქვეყნა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას და საომარი მოქმედებების დასრულებას ითვალისწინებს.

რუსეთის მხრიდან ძირითადი მოთხოვნებია:

„ყირიმის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საერთაშორისო-სამართლებრივი აღიარება; უკრაინის ნეიტრალიტეტის გამოცხადება, უარი სამხედრო კავშირებში გაწევრიანებაზე; სხვა სახელმწიფოების სამხედრო საქმიანობის აკრძალვა უკრაინაში; უკრაინის უბირთვო სტატუსი; უკრაინის შეიარაღებული ძალების მაქსიმალური რაოდენობის დადგენა; რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული ეკონომიკური სანქციების მოხსნა; რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებებისა და თავისუფლების უზრუნველყოფა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობაზე შეზღუდვების მოხსნა, ნაცისტური იდეოლოგიის გმირობად გამოცხადების აკრძლავა; უკრაინასთან დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების ეტაპობრივი აღდგენა; საბრძოლო მოქმედებებით მიყენებული ზიანის გამო პრეტენზიებზე ურთიერთუარის თქმა; ოჯახების გაერთიანებასა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა“.

ამასთან, დოკუმენტში მოცემულია ცეცხლის შეწყვეტის ორი ვარიანტი:

„ვარიანტი 1: უკრაინის შეიარაღებული ძალების გამოყვანა უკრაინის მიერ ოკუპირებული რუსული ტერიტორიებიდან – ყირიმის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები.

ვარიანტი 2: უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილების აკრძალვა; მობილიზაციის შეწყვეტა და დემობილიზაციის გამოცხადება; მესამე ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების გამორიცხვა; კიევისთვის უცხოური საომარი დახმარების შეწყვეტა; კიევის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დივერსიული ქმედებების უარყოფა; პოლიტიკური პატიმრების ურთიერთი ამნისტია და დაკავებული სამოქალაქო პირების გათავისუფლება; უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაუქმება; საომარი მოქმედების გაუქმებიდან 100 დღის ვადაში ახალი არჩევნების დანიშვნა“.

შეგახსეენებთ, რომ 2 ივნისს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მეორე შეხვედრა გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×