რეზონანსი
03.06.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორად დავით არჩვაძე დაინიშნა. მან აღნიშნულ პოზიციაზე გიორგი იოსებიძე შეცვალა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დავით არჩვაძე განათლებით სამართალმცოდნეა, 2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. მას შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×