რეზონანსი
03.06.2025

გლდანის მე-5 მიკრო რაიონის მე-6 კორპუსთან მუდვივად ხმაურია, იქ ხშირად არის სასწაფო და სამაშველო ბრიგადებიც, თუმცა ბოლო რამდენი დღეა ადგილობრივები დახამრებას ყველა უწყებას სთხოვენ. ამბავი საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახმაურდა, რაც 40 წლამდე ტყუპმა ძმამ კორპუსში გაზი გაუშვა.

როგორც მეზობლები ამბობენ, ბიჭები ექიმების ოჯახში გაიზარდნენ, განსაკუთრებული ფსიქიკური პრობლები კი მშობლების გარდაცვალების შემდეგ დაეწყოთ.

„ძალიან საშიშები არიან, ჩხუბობენ. გამოდიან სადარბაზოში, ყვირიან, კივიან და ძალიან აგრესიულები არიან. გვაინ გავიგე, რომ გაზი გაუშვეს, იყო ერთ ამბავი, სასწრაფოებიც მოვიდა. ვერ არიან კარგად და სასწრაფოს და სამაშველოს უჭირს დამორჩილება და ძლივს მიჰყავთ ხოლმე.

დედამისი და მამამისი ცნობილი ქირურგი იყო. ბოლოს დედამისი უკვე ისეთ დღეში იყო, რომ ვეღარ უმკლავდებოდა. ამათ კიდევ წაუყვანიათ და მოხუცთა თავშესაფარში ჩაუბარებიათ. ის ქალი იქ გარდაიცვალა.

აგრესია დიდობაში გამოავლინეს, რადგან ფანჯრებს ამტვრევენ, სულ ყვირიან, ვინც იმ სადარბაზოში ცხოვრობს, ყველას ეშინია", - ამბობს მეზობელი.

ბოლო ინციდენტის შემდეგ, ერთი ძმა ფსიქოატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს, მეორე კი მიიმალა. დამატებითი დეტალები უცნობია, რადგან მათთან კომუნიკაცია თითქმის შეუძლებელია.

წყარო: პალიტრავიდეო

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×