რეზონანსი
03.06.2025

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინას რუსულ აეროდრომებზე მასირებული შეტევის გამო შურისძიებით ემუქრება.

„ყველას, ვინც განიცდის და შურისძიებას ელის. განცდა საჭიროა - ეს ნორმალური ადამიანის თვისებაა. შურისძიება გარდაუვალია. ამასთან ერთად, უნდა გვახსოვდეს: 1. ჩვენი არმია აქტიურად მიიწევს წინ და ამას გააგრძელებს. რაც უნდა აფეთქდეს, დაუყოვნებლივ აფეთქდება, ხოლო ის, ვინც უნდა განადგურდეს - გაქრება; 2. სტამბოლში მოლაპარაკებები საჭიროა არა ვიღაცის მიერ გამოგონილი არარეალური პირობებით კომპრომისული მშვიდობისთვის, არამედ ჩვენი სწრაფი გამარჯვებისთვისა და ნეონაცისტური ხელისუფლების სრული განადგურებისთვის", - დაწერა მედვედევმა „ტელეგრამის" საკუთარ არხზე.

მისი თქმით, ამ პირობების შესრულებას ეხმიანება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მემორანდუმის ტექსტი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.

ცნობისთვის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 1 ივნისს რუსეთის სამხედრო აეროპორტებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა. უკრაინული მხარე 40 განადგურებული ბომბდამშენზე საუბრობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×